logo

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში არსებული ბაზა ვიზეარისთვის მნიშვნელოვანია

06 ივლ 202011:36
3 წუთის საკითხავი
clock 394

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრული კომპანია ვიზეარისთვის საქართველოში არსებული ბაზა მნიშვნელოვანია, ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და ვიზეარი მსოფლიოში საკუთარ ადგილს იპოვის.

„უფრო მეტ უნგრეთის მოქალაქეს სურს ჩამოვიდეს საქართველოში, შარშან უნგრეთიდან საქართველოში 7 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა. პანდემიის დროს შემცირდა ვიზეარის ფრენები, საქართველოს გარდა სხვაგანაც შეამცირა ფრენები, უფრო მეტად ვიზეარი ჩინეთიდან უნგრეთში აბრუნებდა მოქალაქეებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და ვფიქრობ, რომ ვიზეარი იპოვის საკუთარ ადგილს მსოფლიოში. მე ვფიქრობ , რომ ვიზეარისთვის საქართველოში არსებული ბაზა არის მნიშვნელოვანი“,-აცხადებს პიტერ სიიარტო.

უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისში ბაზას აუქმებს, კომპანიის პროგნოზით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება. Wizz air-ს საქართველოში 5 თვითმფრინავი ჰყავდა ბაზირებული, რომელიც ფრენებს 40-მდე მიმართულებით ასრულებდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.

close დახურვა