logo
ENG



უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას ვეტო დაადო

07 დეკ 202200:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/af2im80950l2yus.png
REUTERS

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილ ევროკავშირის 18-მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო.  ევროკავშირი პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში იმედოვნებს.

ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთა საბჭოზე, უნგრეთის მინისტრმა მიხალ ვარგამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ეწინააღმდეგება იმას, რომ ევროკავშირმა აიღოს სესხი უკრაინის დასახმარებლად.

ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უნგრეთის ხელისუფლებას ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ, პრესისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევაში.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს უკრაინისთვის მიცემული დაპირებები, უნგრეთის მიერ უკრაინისთვის დახმრების დაბლოკვის შემთხვევაშიც კი. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს თანხები უკრაინას დეკემბრის დასაწყისში მიაწოდონ [...] ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მხოლოდ ერთმა წევრმა სახელმწიფომ გადადოს და ჩაშალოს ევროკავშირის ეს ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება." - განაცხადა დომბროვსკისმა.


close დახურვა