logo
ENG



უნგრეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაბლოკა

17 მაი 202308:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/gx259sib23ac49f.jpg

უნგრეთი არ დაეთანხმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

EPF 2021 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაძლებლობების გაზრდას დაძლიოს კონფლიქტები, დაამყაროს მშვიდობა და გააძლიეროს საერთაშორისო უსაფრთხოება.

"უნგრეთი არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი სხვა ინსტრუმენტებთან ერთად ევროპის მშვიდობის ფონდს იყენებს მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, რადგანაც ეს არ იძლევა საშუალებას, საკმარისი თანხები მოხმარდეს ევროკავშირის ინტერესების გატარებას სხვა სფეროებში", - განუცხადეს Reuters უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურში.

სხვა სფეროები, სადაც შეიძლება თანხები იყოს გამოყოფილი, მოიცავს ბალკანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას.

"უნგრული მთავრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს საკითხები გარკვეული იყოს და სწორედ ამიტომ მან არ დაუჭირა მხარი EPF-ს მორიგ ტრანშს", - განაცხადეს პრესსამსახურში.

ევროკავშირმა ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაახლოებით 3,6 მილიარდი ევრო გამოყო.

უნგრეთმა უარი თქვა რაიმე სამხედრო დახმარების მიწოდება მეზობელი უკრაინისთვის. ამასთან ბუდაპეშტმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის წევრმა 27-ვე სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს, მაგრამ საბოლოოდ მხარი დაუჭირა აქამდე შეთანხმებულ ყველა ზომას.


close დახურვა