logo
ENG



უნდა განვასხვავოთ რეალური და ემოციური შიმშილი - სპეციალისტი რეკომენდაციებს იძლევა

15 მარ 202022:44
3 წუთის საკითხავი
 
bak5k3unkow2232.jpg

​ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატო გაგუა მოსახლეობას ურჩევს, სწორად იკვებონ და რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

როგორც გაგუამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის საჭირო პროდუქტებისა და ელემენტების მიღება, თუმცა უნდა განვასხვავოთ ემოციური და რეალური შიმშილი.

„მე მინდა მარტივი რეკომენდაცია მოგცეთ - ახლა არის სეზონური ხილის და ბოსტნეულის სეზონი - ეს მოვიმარაგოთ ყოველგვარი ისტერიის გარეშე. როგორც ჰიგიენის წესებს ვიცავთ, ისევე კარგად გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული წყლის ჭავლში. გადაჭარბებული კალორაჟი არ გვჭირდება - ღვიძლი გვჭირდება იმუნური სისტემისთვის და არ უნდა გადავტვირთოთ. მეტი დრო გვაქვს სახლისთვის - შეგვიძლია გემრიელი კერძები მოვამზადოთ, გავამდიდროთ ცილებით: ხორცით, თევზით, ფრინველით; მარხული ვინცაა მიიღოს პარკოსნები, ქინუა, წიწიბურა, ბურღულეული; ვიკვებოთ ოთხჯერადად, არ დაგვავიწყდეს წყალი. საჭიროა თუთიით მდიდარი პროდუქტები - ის ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის, ძირითადად არის თხილეულში, ცოტაა ზღვის პროდუქტებში. ეს არ იქნება დაავადებულთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ იმუნიტეტის მოაძლიერებს. ამდენი ინფორმაციის ფონზე თითქოს გვეძახის სამზარეულო - ეს არაა რეალური შიმშილი, ესაა ემოციური შიმშილი და უნდა განვასხვავოთ", - განაცხადა ნატო გაგუამ.

 


close დახურვა