საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი პლატფორმის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია ელექტრონულ მისამართზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნების პროცედურებზე ინფორმაციის მიღება მათივე ვებგვერდზე შეუძლიათ.