"კრემლის მხარდამჭერმა რუსულმა მედიამ დასავლეთ ქვეყნებში კოროვირუსული პანდემიის კრიზისის გასამძაფრებლად მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო",- ამ შინაარსის პუბლიკაციას აქვეყნებს „ფაინენშალ თაიმსი" ევროკავშირის მოხსენებაზე დაყრდნობით.
სტატიაში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული კამპანიის მიზანი ევროპულ საზოგადოებაში დაბნეულობის, პანიკისა და შიშის სტიმულირებას შეტანაა. ცხრა გვერდიანი ანგარიში, რომელიც 16 მარტს არის გამოქვეყნებული, საერთაშორისო მასშტაბით კოვიდ 19-ის გაუგებარი ნარატივების გავრცელების მცდელობაზე გვიყვება.
„რუსული სახელმწიფო მედიისა და კრემლის მხრდამჭერის მედიასაშუალებების მიერ კოვიდ 19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეზინფორმაციულ კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის გამწვავებაა", - ვკითხულობთ სტატიაში.