მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსებმა ფრონტზე დამარცხების შემდეგ მელიტოპოლში ტერორი გააძლიერეს.
"სამწუხაროდ, ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში, განსაკუთრებით მელიტოპოლში, იზრდება ტერორი და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობა", - თქვა მელიტოპოლის მერმა.
15 ნოემბერს, ფედოროვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 1 ადამიანი, მელიტოპოლის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ტრუხინი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.