logo
ENG



ფეისბუქმა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში გააუქმა

05 მაი 202021:39
3 წუთის საკითხავი
 
yf2pibw7wgl30q6.jpg

Facebook-მა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში გააუქმა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ინტერნეტსივრციდან წაშლილია 80 გვერდი, 41 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში ფეისბუქზე და 9 ანგარიში ინსტაგრამზე.

განცხადებაში ადმინისტრაცია წერს, რომ ეს ანგარიშები არაავთენტური ქმედებებით გამოირჩეოდნენ და მათ საქმიანობას კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა დღესვე 790 ანგარიში წაშალა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული და მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილის მიერ იმართებოდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.


close დახურვა