ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართა.
„შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.