logo
ENG



ფინეთი: რუსეთის ბირთვულმა საფრთხემ გვაიძულა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გაგვეკეთებინა

04 დეკ 202219:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/6f99j93h4pssjhe.png

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, რუსეთის ბირთვულმა საფრთხემ ფინეთი აიძულა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გაეკეთებინა.

"რუსეთის ბირთვული რიტორიკა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც აიძულა ჩვენი ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი გაეკეთებინა", - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰაავისტოს თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა ფინეთი შეეტანა ისტორიული ცვლილება უსაფრთხოების პოლიტიკაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა შვედეთთან ერთად NATO-ს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. პროცესი მოითხოვს ალიანსის 30-ვე წევრის რატიფიცირებას. უნგრეთი და თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.


close დახურვა