logo
ENG



ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

20 დეკ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/968ynfviqznug8z.png

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ნიინისტეს თქმით, უკრაინას დახმარებას მშვიდობის დადგომამდე გაუწევენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. გარდა ამისა, ფინეთის პრეზიდენტმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

"რუსეთის მეზობლები არიან ისინი, ვისაც უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. თუ რუსეთი თავის მეზობლებს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მსგავსი მასშტაბის გარანტიები, შესაძლოა, განიხილებოდეს", - თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლება, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით.


close დახურვა