![2022/05/15/yqkrtwyj9dghprl.jpg](/uploads_script3/articles/2022/05/15/yqkrtwyj9dghprl.jpg)
ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. ინფორმაციას ფინეთის ხელისუფლება ავრცელებს.
ფინეთის პრეზიდენტმა ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთოების შესახებ მინისტრთა კომიტეტმა შეადგინეს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის სამუშაო ვერსია.
დოკუმენტი ხელისუფლებას დღეს, 17:00-ზე დაგეგმილ პლენარულ სესიაზე გადაეცემა, მიღების შემდეგ კი პარლამენტს გაეგზავნება.
“პრეზიდენტი და მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ ფინეთი NATO-ს წევრობის განაცხადს საპარლამენტო მოსმენის შემდეგ წარადგენს.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადი პარლამენტს გადაეცემა, მას შემდეგ, რაც მას ხელისუფლება რეკომენდაციას გაუწევს.“ - წერია ხელისუფლების განცხადებაში.
The President and the Ministerial Committee agreed that Finland would apply for membership in NATO after the Parliament has been heard.
The report on Finland’s accession to NATO will proceed to Parliament once the government has endorsed it.
More:https://t.co/8xAfFD2OP2 pic.twitter.com/jFYJUiz4tA