logo
ENG



ფლორიდაში დისნეილენდი გაიხსნა

12 ივლ 202013:07
3 წუთის საკითხავი
 

ფლორიდაში უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრი გაიხსნა. ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველ სტუმრებს ჯერ-ჯერობით ორი თემატური პარკი მასპინძლობს.

მსოფლიოს უმსხვილესი გასართობი ცენტრის შესასვლელში მათ მიკი მაუსი და სხვა ანიმაციური პერსონაჟები ზეიმით დახვდნენ.

ახალი რეგულაციების თანახმად, ყველა ვიზიტორს, რომლის ასაკიც 2 წელს აღემატება, პირბადე უნდა ეკეთოს და თერმოსკრინინგი გაიაროს.

სოციალური დისტანცირების ზომების დაცვის მიზნით, პარკის ადმინისტრაციამ სტუმართა რაოდენობაც შეამცირა, ასევე შეიზღუდა აღლუმების, ფოიერვერკის შოუებისა და სხვა ღონისძიებების მასშტაბიც. 


close დახურვა