ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად, დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს. დაკავებულებს გამოძიება 6 მუხლით ედავება, მათ შორისაა: სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.