შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, მას გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროსითვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
ეპიდემილოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.
მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები, ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებენ შსს-ში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 321 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.