logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი თავისუფალია

05 ნოე 202522:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/05/3m5gtkmpiw4r2qh.jpg

ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი თავისუფალია. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე აქციას აშუქებდა.

აქციის დასრულების შემდეგ, თავისუფლების მოედნის მეტროსთან პოლიციამ ის ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა და დააკავა. 

"თავისუფალი ვარ. ბოდიში მომიხადეს და გამათავისუფლეს, რადგან ჟურნალისტი ვარ. მადლობა მეგობრებო. მზია ამაღლობელი 300 დღეა ციხეშია, ასე რომ, ამ ვითარებაში არა უშავს. დანარჩენი სულ ერთია", - წერს ლიზა ციციშვილი.

 


close დახურვა