logo
ENG



ფორმულა: სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს

13 ივლ 202421:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ინფორმაციით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს. ეს ინფორმაცია სენატორმა შაჰინმა ბიუროს ხელმძღვანელს, დემნა დევდარიანს დაუდასტურა.

"ჯინ შაჰინთან მქონდა კომუნიკაცია. ის მიდასტურებს რომ მუშაობს მისიაზე. ის აპირებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ოქტომბერში და დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს 2012 წლის მსგავსად, როცა ჯინ შაჰინი სენატორ რიშთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა არჩევნებს. მას წელსაც აქვს ასეთი ინიციატივა", - თქვა დემნა დევდარინმა შაბათის ფორმულას ეთერში.

 


close დახურვა