გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა - მისი თქმით, გამოძიებას არაფერს უმალავს.
ბრეგვაძის თქმით, მას ფოტოაპარატში არაფერი წაუშლია და ის ფოტოები, რაც აღადგინეს, სამი დღის წინანდელი ფოტოსესიიდანაა.
„ხომ გაქვთ მოსმენილი და რატომ მეკითხებით? როცა არაფერი ხდება-თქო, რომ ვამბობ მაგას, ე.ი. არაფერი ხდება. არაფერი არაა წაშლილი - სამი დღის წინანდელი ფოტოსესიიდანაა ის ფოტოები, რაც აღადგინეს. არაა ლისზე გადაღებული. მე რასაც ვეუბნები გამოძიებას, ის კი არ უყურებს აჭარის ტელევიზიას ან საერთოდ, ჩემთან თანამშრომლობს. რაში გამოადგება საზოგადოებას. 'ყველაფერს იტყუება იაკობ ბრეგვაძე' - ეგ უკვე ტყუილია. ჩემი აზრი რომ ვთქვა, ამათ ეგონებათ სიმართლე. არ ვიცი, იყო თუ არა გიორგი ნაცემი", - ამბობს იაკობ ბრეგვაძე.
იაკობ ბრეგვაძე გამოკითხვაზე დღეს იმყოფებოდა - მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და თემქის ეპიზოდის შესახებ თქმა, უბრალოდ, საჭიროდ არ ჩათვალა.