logo
ENG



ქართული ოცნება შოვში გადარჩენილების გაშავებაზე გადავიდა

14 აგვ 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება სტიქიას გადარჩენილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა. მაშინ, როცა ჯერ ყველა დაღუპულის ცხედარიც კი არ არის ნაპოვნი, ქართული ოცნების საზრუნავი იმ ადამიანების გაშავებაა, რომლებიც ცოცხალი არიან. საქმე ისაა, რომ გადარჩენილთა მონათხრობი ხელისუფლების ვერსიას არ ემთხვევა, ამიტომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დავით ჯელაძე, რომელმაც დისშვილთან ერთად სტიქიის ზონიდან გამოაღწია, ტყუილში დაადანაშაულა. კობახიძის მსგავსად იქცევიან სხვა დეპუტატებიც, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეც.


close დახურვა