logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან სცენის მოწყობა დაიწყეს

30 ოქტ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნების ოფისთან სცენის მოწყობა დაიწყეს

თბილისში, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სცენის მოწყობა დაიწყეს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე ოცნებამ ეგზიტპოლების შედეგები წინასწარ გამზადებულ სცენაზე იზეიმა. 

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. 

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


close დახურვა