ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზიდან ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.