logo
ENG



ქლაივ ბეითსი: თამბაქოს კონტროლში ჯანმო ახალ მიდგომებს უგულებელყოფს

29 ოქტ 202512:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/29/lvrfgabaa9gyrhl.png

2025 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალური ფორუმი (GTNF), სადაც მოხსენებით ქლაივ ბეითსი გამოვიდა და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გადატვირთვის საჭიროებაზე ისაუბრა.

გლობალურად მოსახლეობის რაოდენობის მატების ფონზე, ქლაივ ბეითსი ამბობს, რომ მწეველების საერთო რაოდენობა კვლავ მზარდია, ხოლო ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით 7.5 მილიონი ადამიანი იღუპება.

მოწევის შეწყვეტას ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია,  მაგრამ ბეითსის თქმით, თამბაქოს კონტროლის მიდგომები მოძველებულია: „მისია უცვლელია - ადამიანებმა არ უნდა დაიწყონ მოწევა - მაგრამ მეთოდი მოძველებულია. დღეს ახალი მიდგომები არსებობს, რომელთა უგულებელყოფაც დაუშვებელია.“

ბეითსმა ნიკოტინის უკვამლო პროდუქტებზე საუბრისას შვედეთის წარმატების მაგალითზე მიუთითა: „გერმანიასთან შედარებით შვედეთში ნიკოტინის უფრო მაღალი მოხმარებაა, მაგრამ სიმსივნის მაჩვენებლები შედარებით დაბალია. ასე გამოიყურება ზიანის შემცირება.“ მან ინდუსტრიის მიმართ არსებულ სკეპტიციზმზეც გააკეთა აქცენტი, რაც პროგრესისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, „ინდუსტრიის რეპუტაციას კარგი მეცნიერების მოსაწამლად იყენებენ და ზიანის შემცირება უგულველყოფილია, რადგან მიჩნეულია თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკად.“

„ინდოეთში 100 მილიონი მწეველია, სადაც შემცირებული ზიანის პროდუქტების აკრძალვისთვის ჯანმო აჯილდოებს ადამიანს“, აღნიშნავს ბეითსი. მისი აზრით, ჯანმომ თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ მიკერძოების ინსტიტუციონალიზება მოახდინა, რაც პროგრესს აფერხებს და პოზიციების შეჯერებისთვის სივრცეს არ ტოვებს.

ბეითსის აზრით, თუ უკეთესი შედეგების მიღწევა გვინდა მოწევის პრევალენტობა სწრაფად უნდა შემცირდეს, „მაშინ როდესაც, ნიკოტინზე მოთხოვნა არ ქრება, ჩვენ შეგვიძლია მისი მოხმარება გაცილებით ნაკლებად საზიანო გავხადოთ, იძულების გარეშე. მომხმარებლებს მივცეთ ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა.“


close დახურვა