logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში მოთავსებული 8 პაციენტის პასუხები უარყოფითია

02 აპრ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და მათი ანალიზის პასუხი უარყოფითია. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დანარჩენი ორი პაციენტის კი საშუალო სიმძიმისაა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. კლინიკა მხოლოდ კოვიდ-19-ის საეჭვო და დადასტურებულ პაციენტებს ემსახურება.

"გუშინ აღებული იყო 8 პაციენტის ანალიზები. საღამოს მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითია. რაც შეეხება 3 კოვიდინფიცირებულ პაციენტს, 2 მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი, მსუბუქია, სტაბილური მდგომარეობით. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, გუშინ კოვიდზე მოსაკვლევი პაციენტი გუშინ არ მიგვიღია", - ამბობს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე.

 


close დახურვა