ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ფორმულას ინფექციურში განუცხადეს, ქალს ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 31170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 381 დაიღუპა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 004 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 4355. 2428 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.