logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით კიდევ 17 პაციენტი რჩება

02 მაი 202011:32
3 წუთის საკითხავი
 
60j07xugdlzo1se.png

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით კიდევ 17 პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის კლინიკაში ახალი პაციენტები უკვე მეორე დღეა აღარ მიუყვანიათ.  

ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებულიინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.


close დახურვა