logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ორ პაციენტს კოვიდ-19-ი დაუდასტურდა

09 აპრ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ორ პაციენტს კოვიდ-19-ი დაუდასტურდა.

ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსით ინფიცირებული ვანში მცხოვრები ქალის მეუღლეა, მეორე კი სიძე.

მედიკოსები ამბობენ, რომ ვანის კლასტერის კონტაქტების დადგენა გრძელდება. ამ დროისთვის ქუთაისში ვირუსის სიმპტომებით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი ანალიზების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. ისინი ვანის კლასტერს არ მიეკუთვნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა