logo
ENG



ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის 200 თანამშრომელი მუშაობას განაგრძობს

24 მარ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის 200 თანამშრომელი მუშაობას განაგრძობს. მუშების ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო შვებულებაში გასვლას ითხოვენ, თუმცა კომპანიის მფლობელების დაშინების შედეგად ამაზე  არ საუბრობენ - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს " თანათავმჯდომარე გოგი წულაია, რომელმაც  დღეს მეტალურგიულ ქარხანასთან ბრიფინგი გამართა. ის მთავრობისაგან დიდი ქარხნების ერთი თვით დახურვასა და თანამშრომლების ანაზღაურებად შვებულებაში გაშვებას მოითხოვს. კომპანიის მესაკუთრეები აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

„200 ადამიანამდეა დასაქმებული ამ საწარმოში, ნახევარი ითხოვს რომ დაგვასვენეთ კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, მაგრამ არის ნაწილი რომელმაც თუ არ იმუშავა მოკვდება შიმშილით. მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, პრევენცია უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც პრევენციის გარეშე დადგება, ამიტომ მოვუწოდებ დაიწყოს მოლაპარაკება ამ საწარმოსთან და კუთვნილი 1 თვიანი შვებულება მისცეს სულ ყველას “,-განაცხადა გოგი წულაიამ.


close დახურვა