logo
ENG



ქუთაისში "სირცხვილიას" ოფისს თავს დაესხნენ

09 ივლ 202112:38
3 წუთის საკითხავი
 

სირცხვილიას ქუთაისის რეგიონულ ოფისს თავს დაესხნენ - ჩამსხვრეულია მინები. 

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა - ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ფაქტი 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გაგრძელებაა. ოფისზე თავდასხმას სირცხვილიაში აქტივისტებზე ზეწოლად აფასებენ.

„გრძელდება თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე. მოძალადეებმა დაიწყეს რეგიონული ოფისების დარბევა, მაგრამ ეს არ იყო მოულოდნელი. ხელისუფლება ცდილობს გაგვაჩუმოს ყველგან, სადაც გვნახავს. ეს აუცილებლად გამოიწვევს მეტ ბრაზს, მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ოცნება, მით მალე წავა პოლიტიკურ მოუსვლელში", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

როგორც სირცხვილიაში ამბობენ, ოფისის მიმდებარედ არის ორი კამერა, რომლის ჩანაწერებიც უნდა ამოიღონ, რათა დადგინდეს რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა