მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტები პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქუთაისში გააჩერა.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი დაწესებულ შეზღუდვას დემონსტრაციულად არღვევენ.
„ჩვენ ჩამოვედით ქუთაისში, რადგან ჩვენი მეგობარი ნიკა ნარსია დააკავეს მამის საფლავზე გასვლისთვის, რაც არის ამაზრზენი. პოლიციამ გაგვაჩერა, შეგვამოწმა. ჩვენ დემონსტრაციულად ვარღვევთ ამ ნორმას. ჯარიმას ვერ გამოწერენ, დაფიქსირდება ერთერთ ეპიზოდად, რადგან ჩვენ აქამდე მრავალჯერ გვაქვს დარღვეული კომენდანტის საათი", - ამბობს გიორგი მუმლაძე მთავარ არხთან საუბრისას.
ნიკა ნარსია, მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ქუთაისში მამის საფლავზე შესვლა სცადა.