logo
ENG



ქუთაისში დაკარგულ ნიდერლანდების მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ

10 მარ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პროცესში დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო.

23 წლის სიმ ვიგერი მიმდინარე წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გაუჩინარდა. 4 დღის წინ ის მეგობართან ერთად , ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ქრება.

პოლიცია ტურისტს რამდენიმე დღეა ეძებს. არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც დღეს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. პარალელურად ძებნას აწარმოებენ ნიდერლანდებიდან ჩამოსული გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა და მეგობარი გოგო.


close დახურვა