logo
ENG



ღარიბაშვილი: მეორე ტურები იმიტომ დაინიშნა, რომ ბევრს გახარია ივანიშვილის პროექტი 2 ეგონა

03 ოქტ 202120:38
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: მეორე ტურები იმიტომ დაინიშნა, რომ ბევრს გახარია ივანიშვილის პროექტი 2 ეგონა
ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები გახარიას ფაქტორმა და "ამომრჩევლის დაბნეულობამ" განაპირობა. იმედის ეთერში ინტერვიუს დროს ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2" ეგონა და ამიტომ მიიღო ხმების 6-7%. 

"მთავარი გამანადგურებელი არგუმენტი მათთვის [ოპოზიციისთვის] რაც მაქვს: ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ მაინც ჯერ კიდევ იყო დაბნეულობა გახარიას შემთხვევაში... ბევრი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები 20 მუნიციპალიტეტში ვერ გავიდნენ პირველივე ტურში", - ამბობს ღარიბაშვილი. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა