რა იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ვსწავლობდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ დავბრუნდი, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა, ჩვენ დავქორწინდით, მინდოდა, ჩემი მეუღლის წაყვანა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავიყვანე. რატომ, მაშინ არ ვიცი, აქ ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, იყო არასტაბილური სიტუაცია და ქართველებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების მიცემაზე. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვერ მოვახერხე ჩემი მეუღლის წაყვანა ევროპაში ვიზის გამო. რამდენიმე წელიწადში, მაშინდელი ეს ოცნება ვაქციეთ ჩვენს რეალობად. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დადიან, გადაადგილდებიან უვიზოდ. ეს ვისი დამსახურებაა. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამსახურება, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა.
ღარიბაშვილი: მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ დადიან, ივანიშვილის და ოცნების დამსახურებაა
27 მაი 202313:29
3 წუთის საკითხავი