logo
ENG



ღარიბაშვილი: ფაიზერი ივლისიდან დაიწყებს მილიონი დოზის ეტაპობრივად მოწოდებას

02 ივლ 202117:11
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაიზერი საქართველოს მილიონ დოზა ვაქცინას ეტაპობრივად, ივლისიდან მიაწვდის.

მისივე თქმით, ფაიზერთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.  

"ფაიზერთან მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას. კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია - მილიონი დოზის თაობაზე. ფაიზერი ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის ეტაპობრივად მოწოდებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ საქართველოომ ფაიზერის რამდენიმე ასეული ათასი დოზა ამერიკისგან უნდა მიიღოს. 

"ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფაიზერის რამდენიმე ასეული ათასი დოზა გადაეცემა საჩუქრად. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან გავივლით საბოლოო დეტალებს, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველო წლის ბოლომდე ჯამში 4 მილიონ სხვადასხვა ვაქცინას მიიღებს. 

2 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი & ჯონსონის ათასობით დოზას მესამე კვარტალში ელოდება.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 2 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

 


close დახურვა