logo
ENG



ღარიბაშვილი გაეროში: ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებში ლიდერი ვართ, ვიმსახურებთ სტატუსს

23 სექ 202300:18
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის, სადაც ისევ იმეორებს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერია. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველომ "კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა". 

"ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას, ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა", - ამბობს ის. 

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანას რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებული აქვს, 7 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შესრულდა. 

 

 

 


close დახურვა