logo
ENG



ღარიბაშვილი და უკრაინის მოღალატე - დროება

30 ოქტ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

როგორც კი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა წარმატებული გახდა, უკრაინელები შემაშფოთებელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩამოგდებულ რუსულ მოიერიშე-დამრტყმელ თუ სადესანტო ვერტმფრენების ძრავები - უკრაინული წარმოების აღმოჩნდა. ეს უცნაური არ იქნებოდა, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ზაპოროჟიეში არსებული მოტორ სიჩის ქარხანა ერთადერთია, რომელიც ძრავებს ,,მი“-ს ოჯახის ყველა ვერტმფრენისთვის აწარმოებს. თუმცა პრობლემა ძრავის პროტოკოლში იყო. მისი მიხედვით გაიშიფრა რომ წარმოება 2014 წლის მერე მოხდა. ეს კი ის თარიღია როცა რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა და რის შემდეგაც რუსეთთან უკრაინის ქარხნების სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აიკრძალა. დაიწყო გამოძება, რომლის ფარგლებშიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად მოტორ სიჩის ხელმძღავენლის სატელეფონო საუბრები გაიშიფრა და აღმოჩნდა რომ უკრაინული ქარხანა რუსეთს ძრავებს 2022 წლის თებერვლის, ანუ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც აწვდიდა. შედეგად დაკავებულია ვიაჩსლავ ბოგუსლაევი, უკრაინული საწარმოო გიგანტის, მოტორს სიჩის ხელმძღავანელი. და აქ უკვე იკვეთება ქართული კვალი. დროება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაინტერესდა - რატომ გააფორმა საქართველოს თადაცვის საიმინისტრომ მემორანდუმი იმ დროისთვის უკვე საეჭვო რეპუტაციის ქარხანასთან. პრობლემა იმაშია რომ იმ მომენტისთვის უკვე არსებობდა ირიბი მტკიცებულებები, რომ მოტორ სიჩი მესამე ქვეყნების გავლით აწვდიდა რუსეთს ძრავებს. არის თუ არა, საქართველო უკანონო სქემის მონაწილე და რა პოზიცია აქვს თავდაცვის სამინისტროს, დროება ღარიბაშვილის და უკრაინის მოღალატის კავშირების შესახებ.


close დახურვა