logo
ENG



ღარიბაშვილი კონტრაბანდაზე: პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებაა

08 აპრ 202213:09
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი კონტრაბანდაზე: პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებაა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას კონტრაბანდულ იარაღზე "პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებას" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველო არასოდეს არ დაუშვებს, რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას.

"მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს, რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობაა ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია", - ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ამ თემაზე შესაბამისმა უწყებებმა "არაერთი განცხადება და განმარტება" გააკეთეს,

"მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის - მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები. სხვადასხვა უწყების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება", - თქვა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კოორდინაციაში არიან უცხოელ პარტნიორებთან და ცვლიან ინფორმაციას, რომელიც "დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და აქ არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს".

გუშინ, 5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

"აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ სუს-ში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს. 

 


close დახურვა