logo
ENG



ღია სივრცეში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს

20 ივლ 202114:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/20/bsmg66a0q1jgsry.jpg

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, საკითხს საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს, შემდეგ კი განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა.

"მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. ჩვენ იცით, ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 368 179 აცრაა ჩატარებული.


close დახურვა