logo
ENG



ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს - მერაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა

20 თებ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციელებს მიმართა

როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართალდამცველებს ძველი ღირსება და ნდობა დაუბრუნდეთ. 

"მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და. ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ საქართველოს მსახური არ იყოს ერთი კაცის მსახური", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

 

 


close დახურვა