logo
ENG



ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

19 იან 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/19/jbbqs5950aqiglh.jpg

რუს მომღერალს ფილიპ კირკოროვს ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა. ინფორმაციას "meduza" ავრცელებს. 

როგორც ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 19 იანვრიდან შევიდა ძალაში.

"რუსეთისა და ბულგარეთის მოქალაქე ფილიპ კირკოროვი მოხვდა იმ უცხოელთა სიაში, რომელთაც ეკრძალებათ ლიტვაში შესვლა, რადგან იგი "საჯაროდ ამართლებს ყირიმის ოკუპაციას", - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაგმო ლიეტუვის მხრიდან კირკოროვის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდული და სულელური უწოდა.


close დახურვა