logo
ENG



შავ ბერს, რომელსაც შვილი ჰყავს, მსახურების უფლება შეუჩერეს - შაბათის ფორმულა

23 იან 202120:27
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც ახალგაზრდა ქალი სქიმარქიმანდრიტ გრიგორ აბაშიძეს მძიმე კანონიკურ დანაშსულში ამხელდა, სასულიერო პირს მსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სქიმარქიმანდრიტისთვის უფლებების შეზღუდვის საკითხი ზნეობრივმა კომისიამ გადაწვიტა

შაბათის ფორმულამ შავი ბერის კიდევ ერთ ოჯახს მიაგნო. გრიგოლ აბაშიძეს, რომელსაც კანონიკური სამართლის მიხედვით ოჯახის ყოლა და ყველა სხვა ხორციელი ვნებები ეკრძალება - შვილები იმერეთშიც ჰყავს. გრიგოლ აბაშიძეს აქ ორი შვილი ჰყავს, რომელთაც პერიოდულად აკითხავს. იმ სახლში მცხოვრები ადამიანები, სადაც სასულიერო პირი ხშირად ჩნდება, ამ ფაქტს უარყოფენ, თუმცა მეზობლები ადასტურებენ.  

შაბათის ფორმულა იმ ტაძარსაც ესტუმრა, რომლის მრევლიც გრიგოლ აბაშიძეს მრუშობაში, მრევლის შეურაცხყოფასა და ოჯახებს შორის შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებდა. 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ​სქიმ-არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძეზემ ახალგაზრდა ქალს საკუთარი საეკლესიო წოდება დაუმალა და წლების განმავლობაში მასთან ერთად ფარულად ცხოვრობდა.


close დახურვა