logo
ENG



შანიძე: გადაწყვიტეს, დიდი ხნით დავეჭირე, რადგან მათთვის მიუღებელი პოზიცია გამაჩნია

20 სექ 202422:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/4ssbzkeu4fy2jz4.png

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა პრეზიდენტს შეწყალებისთვის. ძალიან მოულოდნელი იყო. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ.

რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. ჩემთვის, პირადად არაფერი შეცვლილა - როგორი პოზიციაც ადრე მქონდა, იგივე პოზიცია მაქვს ახლაც.

პირველად არ მომხდარა მსგავსი შემთხვევა. თითქმის ყველა აქციაზე ადმინისტრაციული წესით ვარ დაკავებული. ახლა, გადაწყვიტეს, რომ დიდი ხნით დავეჭირე, რადგან მათთვის მიუღებელი პოზიცია მაქვს. 

მოვუწოდებ ყველას, რომ მთავრობის მხრიდან მსგავსმა აქტივობებმა ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან ქვეყნის კეთილდღეობა უპირველესია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები ლოგიკურად დასრულდება და ხელისუფლება შეიცვლება.

 

 


close დახურვა