logo
ENG



შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება

09 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
clock 422

ყველაზე რეზონანსული საქმის ერთ-ერთ მთავარ, საკვანძო დოკუმენტს ხვალ გაასაჯაროებენ.

17-დღიანი ლოდინის შემდეგ, გარდაცვლილი ფეხბურთელის სასამართლო სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნები უკვე მზად არის. შინაარსის ნაწილი, როგორც ირკვევა, ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, თუმცა საჯაროდ ლაპარაკისგან ჯერ თავს იკავებენ. ექსპერტიზის ბიურო დასკვნებს საგამოძიებო უწყებას ხვალ გადასცემს. რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, და იყო თუ არა ცოცხალი, როდესაც მდინარეში აღმოჩნდა - ეს არის იმ მთავარი კითხვების ნაწილი, რომელზე პასუხსაც გარდაცვლილის ოჯახი, საქმის ფიგურანტები და დანარჩენი საზოგადოება ოფიციალური საექსპერტო დასკვნებისგან ელოდებიან. 

დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსის ეპიზოდის ფიგურანტების დაკითხვის შემდეგ, ჯერ უცნობია დაინტერესდა თუ არა გამოძიება იმ მანქანით, რომელიც "ფორმულას" მიერ გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, არაგვის ხიდთან ჩნდება, რომელიც შესაძლოა ასევე მიკროავტობუსი იყოს. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩერდება ბრალდებულების "ტოიოტა ქამრისთან" და შესაძლოა ამ უცხო მანქანის მგზავრები მნიშვნელოვანი პროცესების თვითმხილველებიც არიან. 

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა