logo
ENG



შეერთებულ შტატებში პანდემია პიკს აღწევს

03 აპრ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში პანდემია პიკს აღწევს. ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი მოსახლეობას საჯარო სივრცეში ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს. ვითარების ესკალაციის ფონზე ნიუ-იორკში დამატებით 200 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჩავიდა.  

ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ სამხედრო ძალები ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვის ემზადებიან. კოვიდ-19-ით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაინფიცირებული. ყველაზე რთული მდგომარეობა კი კვლავ ნიუ-იორკშია, სადაც 100 ათასი ინფიცირებულიდან დაახლოებით 16 პროცენტის სიცოცხლე ლეტალურად მთავრდება.

როგორც შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, პანდემიასთან ბრძოლა შტატში მთელი ზაფხული გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყანა იძულებულია კოვიდ-19-თან საბრძოლველად საჭირო მარაგი ჩინეთისგან შეიძინოს. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ს ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ ექვსი ათასს გადააჭარბა. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 245 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. 


close დახურვა