შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას - „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ" კანონში ცვლილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.
კანონში ცვლილების შემთხვევაში მმართველ გუნდს არ დასჭირდება შეზღუდვების დასაწესებლად პარლამენტის მხარდაჭერა.
ბოიკოტის მიუხედავად კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ. ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
ცვლილების ინიციატორი დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ახალი კანონპროექტი მმართველ გუნდს კრიზისის მართვაში დაეხმარება.