logo
ENG



შემცირდეს გადასახადები დავეხმაროთ ბიზნესს, რომ გადარჩეს - დავით ბაქრაძე

12 მარ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებს. განცხადება ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს მავნებლური რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდა.

ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში უფასურდება ლარი, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ტურისტული სექტორი რადგან, ტურისტების ჯავშნები 90%-ით არის გაუქმებული. „​ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ეკონომიკური ზიანის პრევენციისთვის აუცილებელია სწორი ნაბიჯების გადადგმა.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ანტიკრიზისული ზომების პაკეტს, რომელიც წინა კვირას "ევროპულმა საქართველომ" წარუდგინა საზოგადოებას, ჩვენს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად. გავლილმა დღეებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეთავაზება და რამდენად სწორი იყო ჩვენი პროგნოზი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკური ზიანის პრევენციისათვის. ყველავ ვხედავთ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, ნავთობის ფასთან, აქციების ფასთან და საფონდო ბირჟებთან დაკავშირებით და ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში.

"თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვენი ტურისტული სექტორი, რადგან სასტუმროების ჯავშნები პრაქტიკულად 90%-ით არის გაუქმებული, 20%-ზე მეტით არის შემცირებული ავიაგადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია კვების სექტორი. უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმის, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ ლაპარაკით და ველოდებით, როდის დაგვარტყავს კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი.

"ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ მინისტრების შეხვედრა სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ყოველგვარი კონკრეტული ნაბიჯების გარეშე. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პრევენციული ზომები გატარდეს ეხლავე, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი, ზიანის მინიმიზაცია და რაც უფრო ადრე გადავდგამთ ნაბიჯებს ზიანის შესამცირებლად, მით უფრო  ადვილად გადაიტანს ჩვენი ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულ შოკებს. 

"ევროპული საქართველოს ხედვა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები. დღეს არის პრობლემა ის, რომ ათასობით ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილის დაკარგვა იმიტომ, რომ ბიზნესი ვეღარ მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გაუქმდეს ის მავნებლური რეგულაციები, რომელის შარშან ეროვნულმა ბანკმა შემოიღო და რომლითაც შარშანვე დააზიანა სამშენებლო, საკრედიტო და საცალო გაყიდვების სექტორი. დღეს არ არის მავნებლური რეგულაციების დრო. უნდა გატარდეს ძალიან მკაცრი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა იმისთვის, რომ გადასახადების შემცირების ეფექტთან ერთად მაქსიმალურად შევძლოთ ლარის სტაბილიზაცია“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.


close დახურვა