logo
ENG



შენობის ავარიულობის გამო, ვარკეთილის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

11 აგვ 202222:25
3 წუთის საკითხავი
 
შენობის ავარიულობის გამო, ვარკეთილის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სამგორის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

"მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი. კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა