logo
ENG



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა

20 თებ 202415:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/ht73em8qu7cdbfa.png

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. წერეთელი სოფო გორგოძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის პირველი იანვრიდან დატოვა.

უწყების ცნობით, ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.


close დახურვა