მორიგი აქცია პერფორმანსი პარლამენტთან. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოში საბჭოთა პასპორტი მიიტანეს, ვიცე-სპიკერისთვის გადასაცემად.
მათი განცხადებით, გია ვოლსკის არ აქვს უფლება გააპროტესტოს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა სხდომათა დარბაზში, რადგან თავად ემსახურება საბჭოთა კავშირს. პასპორტი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის კანცელარიას ჩააბარეს.