logo
ENG



შვედეთის პრემიერმინისტრი: ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას

05 ივლ 202200:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/05/4k708rjsew18eqo.jpg
(Alexey Furman/Getty Images)

შვედეთის პრემირმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი  "NATO-ს ღია კარის პოლიტიკას მხარს დაუჭერს". 

"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როდესაც ჩვენ გავხდებით წევრები, ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას". - თქვა ანდერსონმა ზელენსკისთან ერთად.

შვედეთმა და  ფინეთმა ​ NATO-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაასრულეს. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა მათი სურვილი და შესაძლებლობა, შეასრულონ NATO-ს წევრობის პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო ვალდებულებები.

ანდერსონმა ასევე თქვა, რომ შვედეთი კვლავ ღიაა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციებისთვის.

"რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო შვედეთს და პირადად პრემიერმინისტრს მადრიდში, NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შვედეთი შეუერთდეს ალიანსს დაჩქარებული პროცედურებით".- განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. 

 

close დახურვა