logo
ENG



შვედეთი უკრაინის დასახმარებლად 450 მილიონ ფუნტს გამოყოფს

17 ივლ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/17/njkt8ohokii5ep2.jpg

შვედეთი უკრაინის დასახმარებლად 450 მილიონ ფუნტს გამოყოფს

შვედეთის მთავრობის განცხადებით, მიზანია, ეს თანხა დაეხმაროს უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენაში, გაუადვილოს პროგრესული რეფორმების გატარება და გაუხსნას გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა განაცხადა, რომ შვედეთის გეგმა გაწერილია 2023-2027 წლებზე და არის ახლად შემუშავებული დახმარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც სპეციალურად უკრაინისთვისაა შექმნილი.

"ეს არის ყველაზე დიდი და ამბიციური ორმხრივი სტრატეგია, რაც შვედეთს ოდესმე შეუმუშავებია. გარდა ამისა, ვგეგმავთ სპეციალურად მიმართული ინვესტიციების დამატებასაც.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვინდა ვიხილოთ არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ლურჯ-ყვითელი დროშა კიევში - უკრაინული და ევროპელი", - განაცხადა ფორსელმა პრესკონფერენციაზე.

იოჰან ფორსელმა ასევე დააკონკრეტა, რომ შვედეთის მიერ გაწეული დახმარება მოხმარდება უკრაინის ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ჯანდაცვა. ამასთანავე სამუშაო იქნება გაწეული უკრაინისთვის არაწიაღისეული ენერგიის ხელმისაწვდომობისა და ქვეყნის "მწვანე" ტექნოლოგიებზე გადასვლისკენ, ისვეე, როგორც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.


close დახურვა